(The rough analysis of the main character;
some Story Points.)
ვიდეოს სიუჟეტი თბილისში იწყება.
სალომე და მისი პატარა შვილი - ელენე დილით სეირნობენ, სახაჭაპურესთან ჩერდებიან...
ჩვეულებრივი დღეა..
მერე სახლში ბრუნდებიან, ელენე თამაშობს, სალომეც ეთამაშება. ხან ელენეს, ხანაც თავის ოცნებებს.. შორზე არაფერზე ოცნებობს. ისევ და ისევ თავის ქმარზე რომელიც მთელი დღე და ღამეა არ უნახავს. ხდება ხოლმე ასე. ხანდახან რამოდენიმე დღითაც გაქრება, მერე დაბრუნდება და ყველას სამყოფ და კიდევ უფრო მეტ სიყვარულს მოიტანს... რთულია სიშორე დიდი ხნით მაგრამ ასე მოიტანა ცხოვრებამ.
არც უჩას საქმეზე იცის ბევრი. არც ცდილობს გაიგოს იმაზე მეტი რასაც უჩა ეუბნება. ენდობა...
სალომე ის ადამიანია რომელიც ყველაფერს მშვიდად აკეთებს. თუ ღელავს ისიც არ ეტყობა. ბავშვს ართობს და ცხადია ფიქრით სულ უჩასთანაა..
ღამით სალომეს ტანსაცმლით ჩაეძინება ტელევიზორთან, უჩას საყვარელ ფილმს უყურებს ისევ, 'ნათლიმამა'-ს..
უცნაურ სიზმარს ხედავენ სალომე და ელენე, ერთნაირს. სახლს, უჩას, ყველას ერთად, ყველაფერს როგორც ადრე
სალომე ვერ ხვდება როდის გადადის სიზმარი ცხადში.
კარებზე ზარია, სალომე კარის მიღმა უჩას მეგობრებს ხედავს. უცნაური სახეები აქვთ. დაფიქრებული, სერიოზული, სევდიანი.
უკან რომ მოიხედავს სიზმარი გამქრალია. უჩა ელენეს აღარ ეთამაშება
ელენე ახალი გაღვიძებული დგას კედელთან და ეტყობა ტირილს აპირებს
სალომე ბიჭებს კარს უღებს.
ბიჭები უჩას დაღუპვის ამბავს ატყობინებენ. ჩვეულებრივი თბილისური ისტორიაა. როგორიც კიდევ ბევრი სხვა - დაუჭრიათ, გვიან გაიგეს, ვეღარ მოესწრო...
ეს ის ერთი დღეა როდესაც უჩა სადღაც, იგივე ქალაქში ცოტა მოშორებით დაჭრილი სისხლისგან იცლება, სალომე კი ამ დროს ბავშვს ართობს და ტელევიზორის ყურებით ცდილობს წუთების გაყვანას. იმ წუთების რომლებიც უჩასთვის საბედისწერო აღმოჩნდება
სხვებისთვის კი არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი დღე. აცხობენ თავის ხაჭაპურებს და დაღლილები ითვლიან მოგებას...
სალომე ამ ქალაქში ვეღარ იცხოვრებს. ეჩვენება რომ ვერც ვეღარსად მოახერხებს ისევ 'ცხოვრებას'
შტატებში ეპატიჟებიან საცხოვრებლად უჩას მეგობრები.
ეს ნამდვილად გამოსავალია როცა ყველაფერი გარშემო ენით აუწერელ ტკივილს გაყენებს. თითო ხე, თითო სახლი, თითო სახე, ამინდი, ხმები.... თითქოს წამების იარაღებია...
ჯობს სიცარიელე, სივრცე და ყველაფერი უცხო...
სალომე და ელენე შტატებში მიდიან...
Sunday, November 19, 2006
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment