Sunday, November 19, 2006

b r a i n S t o r m i n g

(The rough analysis of the main character;
some Story Points.)

ვიდეოს სიუჟეტი თბილისში იწყება.
სალომე და მისი პატარა შვილი - ელენე დილით სეირნობენ, სახაჭაპურესთან ჩერდებიან...
ჩვეულებრივი დღეა..
მერე სახლში ბრუნდებიან, ელენე თამაშობს, სალომეც ეთამაშება. ხან ელენეს, ხანაც თავის ოცნებებს.. შორზე არაფერზე ოცნებობს. ისევ და ისევ თავის ქმარზე რომელიც მთელი დღე და ღამეა არ უნახავს. ხდება ხოლმე ასე. ხანდახან რამოდენიმე დღითაც გაქრება, მერე დაბრუნდება და ყველას სამყოფ და კიდევ უფრო მეტ სიყვარულს მოიტანს... რთულია სიშორე დიდი ხნით მაგრამ ასე მოიტანა ცხოვრებამ.
არც უჩას საქმეზე იცის ბევრი. არც ცდილობს გაიგოს იმაზე მეტი რასაც უჩა ეუბნება. ენდობა...
სალომე ის ადამიანია რომელიც ყველაფერს მშვიდად აკეთებს. თუ ღელავს ისიც არ ეტყობა. ბავშვს ართობს და ცხადია ფიქრით სულ უჩასთანაა..

ღამით სალომეს ტანსაცმლით ჩაეძინება ტელევიზორთან, უჩას საყვარელ ფილმს უყურებს ისევ, 'ნათლიმამა'-ს..
უცნაურ სიზმარს ხედავენ სალომე და ელენე, ერთნაირს. სახლს, უჩას, ყველას ერთად, ყველაფერს როგორც ადრე
სალომე ვერ ხვდება როდის გადადის სიზმარი ცხადში.
კარებზე ზარია, სალომე კარის მიღმა უჩას მეგობრებს ხედავს. უცნაური სახეები აქვთ. დაფიქრებული, სერიოზული, სევდიანი.
უკან რომ მოიხედავს სიზმარი გამქრალია. უჩა ელენეს აღარ ეთამაშება
ელენე ახალი გაღვიძებული დგას კედელთან და ეტყობა ტირილს აპირებს
სალომე ბიჭებს კარს უღებს.

ბიჭები უჩას დაღუპვის ამბავს ატყობინებენ. ჩვეულებრივი თბილისური ისტორიაა. როგორიც კიდევ ბევრი სხვა - დაუჭრიათ, გვიან გაიგეს, ვეღარ მოესწრო...

ეს ის ერთი დღეა როდესაც უჩა სადღაც, იგივე ქალაქში ცოტა მოშორებით დაჭრილი სისხლისგან იცლება, სალომე კი ამ დროს ბავშვს ართობს და ტელევიზორის ყურებით ცდილობს წუთების გაყვანას. იმ წუთების რომლებიც უჩასთვის საბედისწერო აღმოჩნდება
სხვებისთვის კი არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი დღე. აცხობენ თავის ხაჭაპურებს და დაღლილები ითვლიან მოგებას...

სალომე ამ ქალაქში ვეღარ იცხოვრებს. ეჩვენება რომ ვერც ვეღარსად მოახერხებს ისევ 'ცხოვრებას'
შტატებში ეპატიჟებიან საცხოვრებლად უჩას მეგობრები.
ეს ნამდვილად გამოსავალია როცა ყველაფერი გარშემო ენით აუწერელ ტკივილს გაყენებს. თითო ხე, თითო სახლი, თითო სახე, ამინდი, ხმები.... თითქოს წამების იარაღებია...

ჯობს სიცარიელე, სივრცე და ყველაფერი უცხო...
სალომე და ელენე შტატებში მიდიან...

some elements of the final visual

გადაღებულია სალომეს 'პავილიონის' ეპიზოდები, რაც შეადგენს მთელი მასალის 15%-ს
ვიზუალის ხასიათის გარკვეული ნაწილი დადგენილია.

1. 'მდიდარი', (ოდნავ მძიმე) ფერი
სუფთა hue, ინტენსიური ფერი (over saturated), მაღალი კონტრასტი, დაბალი გამა
გამოსახულების ეს ხასიათი გამოიყენება ისტორიის იმ ეპიზოდებში სადაც სალომეს განწყობას ვხედავთ სანამ ის ქმრის ამბავს შეიტყობს. ეს უფრო სალომეს მიერ რეალობის ხედვას ჰგავს.



გამოსახულების ხასიათი ოდნავ სადღესასწაულოა, დატვირთული, სავსე ცხოვრების განწყობას ტოვებს, სალომეს სიცოცხლის ხალისს და მის უჩას მიმართ და ზოგადად ოჯახის მიმართ დამოკიდებულებასაც უხდება. ('ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ლამაზია, სტაბილური, გარკვეული და თავის ადგილზე')



(საკმაოდ მარტივი ხერხით - ტელევიზორის ეკრანზე) სალომეს სახლში ფრაგმენტები ჩანს ფილმიდან 'ნათლიმამა'. სალომეს დამოკიდებულებიდან ვხვდებით რომ შესაძლოა ის ამ თემასთან საკმაოდ ფამილარული იყვეს. ეს შესაძლოა 'გოგონას მხრიდან კრიმინალური რომანტიკით გატაცების' თემასთანაც იყვეს ახლოს. (თუმცა ასეთი თემის გაანალიზება ვიდეოს საწყისი ამოცანა არ ყოფილა)
ამ ეტაპზე დაუდგენელია რა ვიზუალური მახასიათებელი ექნება ფილმის ეპიზოდებს. (დადგინდება სრული სამონტაჟო მასალის გადახედვის შემდეგ)



ისევ სალომეს მიერ დანახული რეალობა - მოლოდინი, გაურკვევლობა, მაგრამ სიმშვიდე. უცნაური, 'მშვიდი მოუსვენრობა', (იგივე - ინტენსიური ფერის სქემა)



მოლოდინში მოდის ღამე



და ბავშვის სიზმარი






სიზმარი რეალობაში გადადის
სალომე იტყობს უჩას ამბავს


















მოგონილი რეალობაც ინგრევა და ნამდვილიც



ეხლა სალომეზე და ბავშვზე უჩას მეგობრები ზრუნავენ
ძნელია ცხოვრება იქ სადაც ის უკვე დამთავრდა



სალომეს საზღვარგარეთ ამგზავრებენ. იქ ჯობს, იქ უფრო ადვილია, იქ უჩას სხვა მეგობრები არიან და ისინი შეეცდებიან დახმარებას...



დახმარებას რაში.. ალბათ ყველაფერს დრო გაარკვევს. სალომეს ის დარჩენია დინებას მიყვეს



(ეს ეპიზოდი ვიზუალური თხრობით ისევ 'ინტენსიური ფერის' ნაწილია. მიუხედავად იმისა რომ სალომეს გმირი თვლის 'ცხოვრება დამთავრდა', ცხოვრება გრძელდება და საკმაოდ ინტენსიურადაც)



თანდათანობით, ამერიკის სიახლოვესთან (თუ საქართველოსთან დაშორებასთან) ერთად სალომე იმ ადგილს კარგავს სადაც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთი და სანატრელი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ იქ გაჩერება უჩას შემდეგ იმდენად მტკივნეულია - შეუძლებელია.
ამიტომაც სალომე არ ცდილობს უკან მოხედვას... უფრო სწორედ, ცდილობს არ მოიხედოს



წინ კი სულ უფრო და უფრო ცარიელდება სივრცე



ცარიელდება და ცივდება



უცხო ქვეყანა, უცნობი ადამიანები, სიჩუმე...



(ფინალური 'ამერიკის' ეპიზოდი ვიზუალურად რადიკალურად განსხვავდება საწყისი - 'ინტენსიური ფერის' სქემისაგან.
გადანათებული, საკმაოდ 'პოსტერული', დომინანტი ცივი გამით და ფონისაგან გამიჯნული პირველი პლანით. (მარტოობის შეგრძნების ელემენტი) )



'playback'-ის ბოლო ფრაგმენტზე 'სინქრონი' სალომეს ეკუთვნის
- გამათბე მე

Friday, November 17, 2006

პირველი გადასაღები დღე (გადაღებულია!)



სალო - ეს 'სეტაპი' არ შევა ვიდეოში

გადაღების მოლოდინი

Action!

Refreshing Make-Up (wide)

Refreshing Make-up (medium)

Refreshing Make-Up (close)

ჯიბუტა, სალო, შესვენება 5 წუთი

5 წუთი

frame-check

back to work - სალო - დუბლები გაყინვამდე

'შავი (თბილი) სეტაპი' პალტოში

work progress 17.11.06

so far გადაღებულია 20%-მდე მასალა (hoki მასალით უკმაყოფილო არ ჩანს)
დარჩა რამოდენიმე მოსამზადებელი დღე,
საკმაოდ რთული ორი გადასაღები დღე სავარაუდოდ 20-დან 27 ნოემბრამდე შუალედში.

დღეს ღამით ჩამოდის უჩა
ხვალ ვნახულობთ უჩას ბინას ანუ გადასაღებ ინტერიერს
კიდევ ორი დღე ორი location-ის დასაზუსტებლად და გადაღება

გ ა მ ა თ ბ ე - Video



hoki maligen Video Productions 2006


Project Timeline:

Preproduction - ოქტომბერი 2006
Production - ნოემბერი 2006
Post Production - ნოენბერი 2006
In Broadcast - დეკემბერი 2006

Project Team:

Producer - ალექსანდრე იაშვილი
Director - hoki
Camerman - ვახო კასრელიშვილი
Lighting Master - ირაკლი ბლუიშვილი
Style & Make-Up - ნუნუკა
Production Manager - ქეთი ჯიბუტი

Cast:

სალომე
უჩა
გვაჯი
ელენე გვარჯალაძე
დათუნა გვარჯალაძე

გ ა მ ა თ ბ ე - Audio



გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი)
სტუდია პირველი

http://studioone.ge

გ ა მ ა თ ბ ე

გამათბე მე
სითბოსთან ერთად მაჩუქე ეს ღამე
გამათბე მე
თუკი გინდა რომ ჩემზე შეიტყო რამე
გამათბე მე
თუკი ქუჩაში მკვდარს მიპოვნი სადმე
გამათბე მე
მე ხომ სითბოსთვის დავთმე ბევრი რამე

გამათბე მე

გამათბე მე

გამათბე მე
სითბოსთან ერთად მაჩუქე ეს ღამე
გამათბე მე
თუკი გინდა რომ ჩემზე შეიტყო რამე
გამათბე მე
თუკი ქუჩაში მკვდარს მიპოვნი სადმე
გამათბე მე
მე ხომ სითბოსთვის დავთმე ბევრი... რამე

გამათბე მე

გამათბე მე

გამათბე მე